saqarTvelos mdinareebi - nakra

სათავე სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე
სიგრძე 22 კმ
აუზის ფართობი 169 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 18.8 მ³/წმ

 

მდინარე სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ენგურის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ზღვის დონიდან 2870 მ. სიგრძე 22 კმ. აუზის ფართობი 169 კმ². საზრდოობს მყინვარული, თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულში, წყალმცირობა - ზამთარში, წყალმოვარდნები - შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 18,8 მ3/წმ. ზამთრობით ჩნდება ყინულნაპირისი, ფსკერის ყინული და თოში.